დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 31/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.010.000.05.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №364
2004 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ნაწილებისა და ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, დამატებითი ნორმის სახით, დაუწესდეთ დღიური კვების ხარჯები:
ა) სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 5,80 (ხუთი ლარი და 80 თეთრი) ლარი;
ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს ორჯერადი კვებისათვის (სადილი, ვახშამი) – 4,10 (ოთხი ლარი და 10 თეთრი) ლარი.
2. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები