დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.10.003.019816 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/03/2017 - 01/03/2018)
|
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:
|
| მუხლი 1 |
1. 2017 წლის 10 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები. 4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს. 5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს. |
| მუხლი 2 |
1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2015-2016 წლების შეფასების შესახებ, №1 დანართის შესაბამისად; ბ) საქართველოს სამინისტროებმა 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართის შესაბამისად; გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2ა დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს სამინისტროებმა 2017 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3 დანართის შესაბამისად, 2017-2020 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით საქართველოს სამინისტროებისთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში; ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5 დანართის შესაბამისად; გ) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ №3ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2017 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4 დანართის შესაბამისად, 2017-2020 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში; ბ) ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5 დანართის შესაბამისად; გ) 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ №4ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან. |
| მუხლი 3 |
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისისა, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდებას 2018-2021 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. |
| მუხლი 4 |
1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 30 ივნისამდე დამტკიცება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №3 დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2017 წლის 5 ივლისამდე. |
| მუხლი 5 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადაამუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისთვის ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრულ მოცულობებს და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, არაუგვიანეს 10 ივლისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვარიანტს.
|
| მუხლი 6 |
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2017 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული, ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი. |
| მუხლი 7 |
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან − გუბერნატორებთან შეთანხმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არა უგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა, წარუდგინონ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.
|
| მუხლი 8 |
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
|
| მუხლი 9 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №104 დადგენილება.
|
| მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები