დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 297 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023210 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №297
2017 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტის, 41 მუხლის, 61 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტებისა და 71 მუხლის 12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 ოქტომბრის №13/441 ბრძანებით შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების №1004035 ლიცენზიაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:
ა) „ბნელიხევის“ ოქრო-პოლიმეტალურ საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს: ოქრო – 1 635,07 (ერთი ათას ექვსას ოცდათხუთმეტი მთელი შვიდი მეასედი) კილოგრამის, ვერცხლი – 8 503,79 (რვა ათას ხუთას სამი მთელი სამოცდაცხრამეტი მეასედი) კილოგრამის ოდენობით;
ბ) დაუწესოს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს“ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბადოზე მიწისა და სამთო მინაკუთვნი დანართით განსაზღვრული X და Y კოორდინატების ფარგლებში.
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები