დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების II ხარისხის (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023204 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №298
2017 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების II ხარისხის (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების დანართში მითითებულ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს (181 პირი), II ხარისხის (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით, გადაეცეთ ბორჯომის სატყეოს (ბორჯომის პლატო) ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრებით მიღებული და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის ტერიტორიაზე დასაწყობებული 588,25 მ3 წიწვოვანი (მ/შ, ნაძვი − 565,5 მ3; ფიჭვი − 22,75 მ3) II ხარისხის (საშეშე) ხე-ტყე.
2. ეთხოვოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას, აღნიშნული რესურსის სოციალურად დაუცველ პირებზე განაწილების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები