დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 5 აპრილის N2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016223 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 5 აპრილის №2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 5 აპრილის №2-74 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/04/2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №14);“. 2. პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №6)“: ა) მე-7–მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინჟინერიის, აგრარული ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სავალდებულოა უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ვ) დარგის ექსპერტიზის უნარი და გამოცდილება. მუხლი 8 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება - სასურველია ინჟინერიის, აგრარული ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა. მუხლი 9 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – სასურველია ინჟინერიის, აგრარული ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა.“; ბ) მე-10-მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს; გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მიწათსარგებლობის და ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს უფროსის, მიწათსარგებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მიწათსარგებლობის და ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „ტექნიკური რეგლამენტის „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის” დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილება; კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ლ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“. 3. პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №7): ა) მე-3–მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სასურველია სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების ბიზნესის ადმინისტრირების ან/და კავშირში მყოფი სპეციალობით; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, სასურველია ადმინისტრაციულ ორგანოში; გ) შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური და/ან რუსული) ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ვ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება; ზ) წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. მუხლი 4 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) უცხო ენ(ებ)ის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული); დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ე) წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. მუხლი 5 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული); დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა.“. ბ) მე-6-მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს; გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მედიასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამმართველოს უფროსის, მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“. 4. პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №9): ა) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონი; ვ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია; თ) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მარაკეშის დეკლარაცია, 1994 წლის 15 აპრილი (სოფლის მეურნეობის შეთანხმება); ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; კ) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განმსაზღვრელი დოკუმენტები; ლ) საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები; მ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“; გ) მე-4-მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს; დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13–მე-15 მუხლები: „მუხლი 13 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) ან კავშირში მყოფი სპეციალობით; ბ) არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი და რუსული – კარგი) ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ვ) ოფიციალური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა; ზ) დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.
მუხლი 14 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) ან კავშირში მყოფი სპეციალობით; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება; გ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი და რუსული – კარგი) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ე) ოფიციალური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა; ვ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა. მუხლი 15 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია; თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“. 5. პირველი მუხლის „ო“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“ (დანართი №13) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
დანართი №14
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკის ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური და რუსული) სრულყოფილად ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ვ) დარგის ექსპერტიზის უნარი და გამოცდილება; ზ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება. მუხლი 2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონი; ვ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია; თ) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მარაკეშის დეკლარაცია, 1994 წლის 15 აპრილი (სოფლის მეურნეობის შეთანხმება); ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; კ) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განმსაზღვრელი დოკუმენტები; ლ) საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები; მ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება. მუხლი 3 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) ან კავშირში მყოფი სპეციალობით; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება; გ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი და რუსული – კარგი) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ე) ოფიციალური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა; ვ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა. მუხლი 4 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – სასურველია საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) ან კავშირში მყოფი სპეციალობით; ბ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; გ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი და რუსული – კარგი) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ე) ოფიციალური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა; ვ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა. მუხლი 5 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) ნიცის ხელშეკრულება (2001); ზ) ლისაბონის ხელშეკრულება (2007); თ) „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია; ი) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მარაკეშის დეკლარაცია“ 1994 წ. 15 აპრილი (სოფლის მეურნეობის შეთანხმება); კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ლ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები