ა(ა)იპ - ოუფენ ნეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ა(ა)იპ - ოუფენ ნეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023199
  • Word
292
21/02/2017
ვებგვერდი, 09/03/2017
000000000.00.003.023199
ა(ა)იპ - ოუფენ ნეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №292

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - ოუფენ ნეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ - ოუფენ ნეტმა (ს/კ: 404497790) 2017 წელს საგრანტო დაფინანსებიდან ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის აუცილებელი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების პოტენციური მიმწოდებლების, პრეტენდენტების წინადადებების შეფასებისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურებისა და ასევე პოტენციურ მიმწოდებლებთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად იურიდიული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი