ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023197
  • Word
290
21/02/2017
ვებგვერდი, 09/03/2017
000000000.00.003.023197
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №290

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უეფას III კატეგორიის ფეხბურთის სტადიონის მიმდინარე მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 9 947 000 ლარს, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №1644 განკარგულებით გამოიყო 1 000 000 ლარი, ხოლო 2016 წლის 7 მარტის №394 განკარგულებით - 5 700 000 ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2017 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დასრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 3 247 000 (სამი მილიონ ორას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი