„ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის №156 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023189
  • Word
282
21/02/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
000000000.00.003.023189
„ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის №156 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №282

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის №156 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის №156 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

2. პრეამბულა, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით:

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ (შემდგომში – „საქპატენტი“), რომ განახორციელოს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე მათი დაცვისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.

2. „საქპატენტმა“, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე მათი დაცვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი