საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე

  • Word
საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023186
  • Word
279
21/02/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
000000000.00.003.023186
საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №279

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე

1. საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების მიზნით, დაევალოთ:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატის „bacillus thuringiensis var.israelensis“ შესასყიდად „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 100 000 ლარის მიმართვა;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს:

ბ.ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის – „სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა“ (პროგრამული კოდი: 37 02) ფარგლებში და  არსებული ნაშთების გამოყენებით, გაატაროს ღია სივრცეში „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებები დაახლოებით 1500 ჰექტარზე; 

ბ.ბ) 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატის (bacillus thuringiensis var.israelensis) შესყიდვა და ამ პრეპარატით წყალსატევების  დამუშავება, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სამანქანე აგრეგატის გამოყენებით;

გ)  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას (საჭიროების შემთხვევაში) ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებაზე ზედამხედველობა.

2.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს უფლება, ამ განკარგულებით გათვალისწინებული პრეპარატების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი