დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023185 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №278
2017 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მიმართ 2017 წელს დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 1500 ერთეულით;
ბ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს 67 ერთეულით;
გ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს 300 ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები