დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023180 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №273
2017 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობებში (ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქუჩა №3, ქ. თბილისი, სულხან-საბას ქ. №1 და ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №5), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განთავსებულია სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ნება დაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განახორციელოს შენობების მომსახურებისთვის 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით გაწეული ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და დიზელ-გენერატორის მუშაობის ხარჯები) დაფარვა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პროგრამის – „განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“ (პროგრამული კოდი: 32 01 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები