დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016312 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/06/2015, 010250050.35.161.016241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 4.1., 4.2. პუნქტები და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.1. საქართველოს ჩემპიონატზე – ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე; – ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე; – მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარამდე; 4.2. ევროპის ჩემპიონატზე (ჭაბუკები) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე. მუხლი 5. – „გრანდ-სლემის“ ან „გრან-პრის“ პრიზიორი უთანაბრდება ევროპის პრიზიორს. – „მასტერსის“ პრიზიორი უთანაბრდება მსოფლიო პრიზიორს.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები