გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.161.016311
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
28/02/2017
ვებგვერდი, 09/03/2017
210020010.35.161.016311
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2017 - 31/03/2017)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 28 თებერვალი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის  მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-3 მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია – დანართი №2.
მუხლი 3
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №29 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი