დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №1 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.176.016145 |
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №1 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №1 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“(www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010250000.35.176.016001);
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის, ინფორმატიზაციის და გენდერული თანასწორობის სფეროებში. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლს დაემატოს პუნქტი 141 შემდეგი რედაქციით: 141. გენდერული თანასწორობის სფეროში: ა) ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს; ბ) ამტკიცებს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებას; გ) ამტკიცებს გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას. 3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს მუხლი 1271 შემდეგი რედაქციით: მუხლი 1271. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში. 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისათვის, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით ,,დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა; გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან: ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს; ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე; გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; დ) საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება იმ შემთხვევაში, თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები