დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.133.016203 |
08
28/02/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
010250000.35.133.016203
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით (www.mastne.gov.ge, 04/09/2015წ; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.133.016164) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე დაკრძალვის უფლება მიეცემათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის შესაბამისად.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები