დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016202 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2017 - 31/05/2017)
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონისა ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოებისათვის“ გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №63 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნეს საფასურის შემდეგი განაკვეთები:
ა) ერთი ან ორი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის უფასოა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – თითოეულ სამარეზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი; ბ) ორზე მეტი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, ორ სამარეზე ზევით თითოეულ დამატებულ სამარეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. |
2.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საერთო სასაფლაოებზე გამოყოფილ სამარეზე დაკრძალვის, ამოსვენებისა და გადასვენების მომსახურების საფასური დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
ა) მცირეწლოვანის დაკრძალვაზე 50 (ორმოცდაათი) ლარი; ბ ) ამოსვენებაზე – 100 (ასი) ლარი; გ ) გადასვენებაზე - 100 (ასი) ლარი; დ) ქალაქთან ახლოს მდებარე ხელვაჩაურის საერთო სასაფლაოებზე (განთიადის, სალიბაურის, კაპანდიების, თხილნარის მეურნეობის, ჩელტისა და ახალსოფლის) დაკრძალვის მომსახურების საფასური – 100 (ასი) ლარი; ე) ხელვაჩაურის სხვა საერთო სასაფლაოებზე დაკრძალვის მომსახურების საფასური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 100 (ასი) ლარი. |
3.
გარდაცვლილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი პირი გათავისუფლდეს საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის გადახდისაგან. |
4.
წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. |
5.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები