„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016137
6
28/02/2017
ვებგვერდი, 06/03/2017
010250000.35.171.016137
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 28 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

 

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2014   წლის   2   აგვისტოს   №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი.

,,ლ) სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური“.

2. დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამსახურების საქმისწარმოების უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა; მერიის  სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიის ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიის  ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათი მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; მუციციპალიტეტის კანონიერი ინტერესების (მინდობილობის ფარგლებში) დაცვა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად.“.

3. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 (პრიმა) პუნქტი:

,,71. სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ასევე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 მარტიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე