საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023158
  • Word
336
23/02/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
000000000.00.003.023158
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №336

2017 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) ოფისის ბიუჯეტში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის A/RES/71/248 რეზოლუციის საფუძველზე შექმნილი მექანიზმის („2011 წლის მარტიდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველაზე მძიმე დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირთა გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ხელშემწყობი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მექანიზმი“) დაფინანსების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი