„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 27/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.05.002.003
  • Word
351
26/08/2004
სსმ, 93, 27/08/2004
100.110.000.05.002.003
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №351

2004 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის  31 დეკემბრის №706 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №1, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურისათვის მოსამსახურე იღებს:

ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს და დამატებით საზღაურს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის;

ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს;

გ) სასურსათო ულუფის კომპენსაციას;

დ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.“.

2. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით 10 თვის ხელფასი, ხოლო პენსიის გარეშე დათხოვნისას (1 წელზე ნაკლები მუშაობის ან უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევების გარდა) გამოსასვლელი დახმარება ბოლო 5 თვის ხელფასის რაოდენობით.“

მ. სააკაშვილი