დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023155 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №333
2017 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „სვანეთი ჰიდროს“ შორის დასადები ხელშეკრულება „მესტიაჭალა 1“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, სს „სვანეთი ჰიდროს“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს სს „სვანეთი ჰიდროს“ მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (118.500 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები