საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023154
  • Word
332
23/02/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
000000000.00.003.023154
საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №332

2017 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „სვანეთი ჰიდროს“ შორის დასადები ხელშეკრულება „მესტიაჭალა 2“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ. 

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, სს „სვანეთი ჰიდროს“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს სს „სვანეთი ჰიდროს“ მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (135. 000 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.

4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრმა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი