დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023153 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №331
2017 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს წინასწარი თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს, განახორციელოს CPV კოდზე – 48600000 (მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები) 1 (ერთი) ცალი მონაცემთა შენახვის ძირითადი სისტემის EMC VNX 5600-ის ტექნიკური მხარდაჭერის ლიცენზიის, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 224,119.76 ლარს (ორას ოცდაოთხი ათას ას ცხრამეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი), CPV კოდზე – 48200000 (ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები) 1 (ერთი) ცალი ქსელის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ლიცენზიის, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 21,939.00 (ოცდაერთი ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი) ლარს და 1 (ერთი) ცალი 2-წლიანი (ორწლიანი) კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების SSL სერტიფიკატის, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 645.00 (ექვსას ორმოცდახუთი) აშშ დოლარს, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები