„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016466
14
07/03/2017
ვებგვერდი, 09/03/2017
280120000.22.026.016466
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №14

2017 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანებაში (სსმ, №134, 27/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.22.026.010.857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანების 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება №20 დანართით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, მე-12 და მე-20 პუნქტებით განსაზღვრული ყოველთვიური პროცენტული დანამატებითა და 27 პუნქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დანამატებით.“.

3. ბრძანების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამხედრო მოსამსახურეს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საჯარო მოხელის საკლასო ჩინისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს 40%;

ბ) I კლასის სახელმწიფო მრჩეველს, I კლასის მრჩეველს 35%;

გ) სახელმწიფო მრჩეველს, II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველს 30%;

დ) III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის  რეფერენტს 25%;

ე) საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტს 20%;

ვ) საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტს 15%.“.

4. ბრძანების მე-14, მე-18 და 30-ე პუნქტები და დანართი №24 ამოღებულ იქნეს.

5. ბრძანებას დაემატოს 476 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„476. 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-19 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

19

სავალდებულო სამსახურის რიგითი,

სავალდებულო სამსახურის საზღვაო რიგითი

SO-1

63

                                                                                                                                                    “.

7. ბრძანების №19 დანართის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ მოსამსახურეებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია