დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ლ. გიგაურისა და თ. მარსაგიშვილის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 308 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023148 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №308
2017 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ლ. გიგაურისა და თ. მარსაგიშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ“ შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თამაზ მარსაგიშვილი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები