საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023145
  • Word
305
23/02/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
000000000.00.003.023145
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №305

2017 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

 

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში - ფონდი) განახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიწითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის III მონაკვეთის (ფონიჭალა-რუსთავი) მოდერნიზაციის სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიწითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის III მონაკვეთის (ფონიჭალარუსთავი) მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში შედგენილია დეფექტების ნუსხა.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის III მონაკვეთის (ფონიჭალა-რუსთავი) მოდერნიზაციის სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღების, დასრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდისა და საკონტრაქტო ვალდებულებების სრულად ამოწურვის შემდგომ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიწითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის III მონაკვეთზე (ფონიჭალარუსთავი) დასრულებულ სამუშაოებს მიიღებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი).

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიწითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის III მონაკვეთზე (ფონიჭალარუსთავი) დასრულებული სამუშაოების მიღებამდე, აღნიშნული მონაკვეთის მიმდინარე შეკეთება (მოვლა-შენახვა) და გარე განათების ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული დეფექტების ნუსხასთან დაკავშირებული სამუშაოებისა, უზრუნველყოს დეპარტამენტმა.

5. დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიწითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის III მონაკვეთზე (ფონიჭალარუსთავი) დასრულებული სამუშაოების მიღების შემდეგ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიწითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის III მონაკვეთზე (ფონიჭალარუსთავი) მიმდინარე შეკეთების სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოები, გარე განათების ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურება, დეპარტამენტმა განახორციელოს დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიებს შორის გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                        გიორგი კვირიკაშვილი