დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.132.016306 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2017 - 27/02/2018)
|
სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი 1-ისა. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი 2-ისა. |
მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა), თანახმად დანართი 3-ისა. |
მუხლი 4 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს. |
მუხლი 5 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 02/03/2016წ; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.132.016287). |
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
1.
ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75-ს; გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება: გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,5; გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,4; გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1,2; გ.დ) შუალედური ზონისათვის - 1; გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,8; გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,6; გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 0,6; გ.თ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 0,5; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის. ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს: ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1500; ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1250; ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 750; ე.დ) შუალედური ზონისათვის - 600; ე.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 425; ე.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 400; ე.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 330; ე.თ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 225. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
|
დანართი №2 |
|
დოკუმენტის კომენტარები