დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის N1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6/6 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016324 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის №1/1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.01.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 15 600.0 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები – 16 447.8 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი – 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი – 260.0 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი – 150.0 ათ. ლარით.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებულის დანართის: ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; ბ.გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13438.0 ათ. ლარის ოდენობით:
“; ბ.დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 299.1 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 799.1 ათ. ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათ. ლარის ოდენობით:
“; ბ.ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -637.1 ათ. ლარის ოდენობით.“; ბ.ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -210.7 ათ. ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ქ. ფოთში რუხაძის, ვაჟა-ფშაველას, გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხისა და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011წ.) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2017 წელს შეადგენს 126.4 ათ. ლარს. 2016 წლის კრედიტორული დავალიანებები შეადგენს 84.3 ათ. ლარს.“; ბ.თ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი და 1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, ქუჩების ორმული შეკეთების, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მიმდებარე გზის მოხრეშვა-დაგრეიდერების (მოვლა-აღდგენა), ნიტროსაღებავით ქუჩების დახაზვის, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის, შუქნიშნების მოვლა-პატრონობის, ბაზართან არსებულ ხიდზე ტროტუარის მოწყობის, ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობის, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის, ბაზართან არსებულ ხიდზე განათების მოწყობის, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობის, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდის, მათი აღდგენისა და მოვლა-პატრონობის, დასუფთავების ღონისძიებების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირების, ცენტრალური პარკის შესასვლელი არკების კაპ. რემონტის, ცენტრალურ პარკში ნარდისა და შაშის შენობის მოწყობის, არაგვისპირელის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნისა და ბუნგალოს მოწყობის, უპოვართა სასადილოს სამზარეულოს კაპ. რემონტის, ქალაქის შემოსასვლელებში სიმბოლიკის კაპ. რემონტის, რუსთაველის რკალის მიმდებარე პარკში შადრევნის მოწყობის, არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებული ეზოების, შადრევნების მოვლა-პატრონობის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების სამუშაოები და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში გზების მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, გზების გარკვეული ნაწილი მოითხოვს სარეაბილიტაციო, კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს და გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2017 წელს დაგეგმილია ქუჩების ორმული შეკეთების, ნიტრო-საღებავით ქუჩების დახაზვის, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მიმდებარე გზის მოხრეშვა-დაგრეიდერების (მოვლა-აღდგენა), შუქნიშნების მოვლა-პატრონობის, ბაზართან არსებულ ხიდზე ტროტუარის მოწყობის სამუშაოები.“; ბ.ი) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის 4.3.3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „4.3.3.2 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03 03) პროგრამა მიზნად ისახავს 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას, მათი ხსოვნისადმი პატივის მიგებას, კერძოდ: ა) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 11 მოქალაქის ოჯახისათვის – 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერ; ბ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ – 150 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე.“; ბ.კ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების თანახმად: |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 თებერვლის №93 ბრძანების „2017 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" „სუბსიდიების“ ხარჯი 1.5 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“. |
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 თებერვლის №108 ბრძანების „2017 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის“ „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლოატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები“ 0,5 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „ოფისის ხარჯები“. |
ბ)
შემცირდა „გარე განათების მოწყობა!რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ „ვალდებულებების კლება“ 43,1 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ ხარჯი; |
გ)
შემცირდა „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის“ „ვალდებულებების კლება“ 2,1 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სხვა ხარჯები“; |
დ)
შემცირდა „განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირების“ პროგრამის „ვალდებულებების კლება“ 1,7 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სოციალური უზრუნველყოფის“ ხარჯი; |
ე)
შემცირდა „მარტოხელა დედათა დახმარების“ პროგრამის „ვალდებულებების კლება“ 2,9 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სოციალური უზრუნველყოფის“ ხარჯი. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 27 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე |
|
დოკუმენტის კომენტარები