დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 იანვრის N-02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016216 |
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 12/01/2017წ., 010250020.35.115.016214) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 იანვრის N02 დადგენილების №1 დანართში შემდეგის მიხედვით: |
| მუხლი 2 |
სოციალური დახმარების წესის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 100-დან 200-ლარის ფარგლებში მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას“; მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულებს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90-წლით და ზევით. დახმარება გაიცემა ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე“; მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 18-წლის ასაკამდე; 4- შვილი 200-ლარი ერთჯერადი, 5 და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 15 ლარი“; მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საბანკო დაწესებულებებში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტი“; მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება’’; მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა თითოეულ ოჯახს, თანხის ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს“; მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შესაბამის თემში გამგეობის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ’’; მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დახმარების მიმღები პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს“; მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან)“; მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას. 3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 4. კომისიის სხდომის ოქმი იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.“; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის ბენეფიცართა სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და დაფინანსების დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სოციალური კომისიის ოქმის გარეშე- ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით)“; მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც განსაზღვრულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები