დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.114.016332 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2017 - 27/02/2018)
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
. |
1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ჩოხატაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 167-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით დ. ჩოხატაურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
3.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.6072 ლარს.
|
4.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.006 ლარს.
|
5.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.012 ლარს.
|
6.
„საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტით დადგენილი ფასის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეადგენს 36.072 ლარს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები