დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016293 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/03/2017 - 15/11/2017)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის №1 დადგენილების საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №32 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური |
1. გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (ტექსტში შემდგომ –
სამსახური) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; გ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ე) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ვ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის კოორდინაციას; თ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას; ი) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობის, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; კ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ნ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში ; ო) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; პ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას; ჟ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვას და განხორციელების ხელშეწყობას; რ) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერას და საქმიანობის ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში; ს) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, კანონით დადგენილი წესით; ტ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლას და ანალიზს; უ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები