დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016212 |
|
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 68-ე და მე-80 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, საიდენტიფიკაციო კოდი: 190020020.35.109.016203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
|
ა)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
“ ; |
ბ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 7297,7 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
“ . |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები