დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 346 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 24/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №346
2004 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ ნუსხაში, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
2. მინისტრის თანაშემწე, რეფერენტი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, რეფერენტი.
3. სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს, ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის სამმართველოს, დროებითი მოთავსების იზოლატორის:
ა) მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ბ) სრულუფლებიანი წარმომადგენელი – მთავარი ინსპექტორი;
გ) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;
დ) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;
ე) იზოლატორის უფროსი, იზოლატორის უფროსის მოადგილე;
ვ) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
ზ) ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
თ) განსაკურებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-წარმომადგენელი;
ი) უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი;
კ) უფროსი მზვერავი, მზვერავი, მზვერავი მძღოლი;
ლ) პოლიციელი, პოლიციელი მძღოლი.
4. ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს:
ა) მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ბ) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;
დ) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
ე) ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
ვ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი;
ზ) უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი;
თ) უფროსი პატრულ-ინსპექტორი, პატრულ-ინსპექტორი, უმცროსი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციელი, პოლიციელი მძღოლი.
5. სამინისტროს აპარატის, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს, სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე თანამდებობის პირები:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) სამინისტროს აპარატის უფროსი, სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილე;
დ) ეროვნული ბიუროს უფროსი, ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე;
ე) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) სამორიგეო ნაწილის უფროსი, სამორიგეო ნაწილის უფროსის მოადგილე;
ზ) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;
თ) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
ი) ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
კ) რაზმის უფროსი, ასეულის მეთაური, ოცეულის მეთაური;
ლ) განსაკუთრუბით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი;
მ) უფროსი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ექსპერტი, ექსპერტი, ინსპექტორი, ოპერატიული მორიგე.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის:
ა) დაცვის პოლიციის უფროსი, დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილე;
ბ) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) აპარატის უფროსი, აპარატის უფროსის მოადგილე;
დ) ლეგიონის მეთაური, ლეგიონის მეთაურის მოადგილე;
ე) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;
ვ) სამორიგეო ნაწილის უფროსი, სამორიგეო ნაწილის უფროსის მოადგილე;
ზ) ათასეულის მეთაური, ათასეულის მეთაურის მოადგილე;
თ) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
ი) ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
კ) ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე;
ლ) ოცეულის მეთაური, ოცეულის მეთაურის მოადგილე;
მ) პუნქტის უფროსი;
ნ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, მორიგე ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი;
ო) ავტომეურნეობის უფროსი;
პ) შეიარაღების ინსპექტორი;
ჟ) პატრულ-ინსპექტორი;
რ) პოლიციელი;
ს) მორიგის თანაშემწე, პოლიციელი მძღოლი.
7. ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე.
8. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე.
9. სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსი; სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსის მოადგილე.
10. ქალაქის, რაიონის სამმართველოს (განყოფილების) უფროსი, უფროსის მოადგილე.
11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა, სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და სამმართველოების აპარატების უფროსები, აპარატის უფროსის მოადგილე, სამორიგეო (სამმართველოს) ნაწილის უფროსი.
12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს, ქ. თბილისის, სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს, სამმართველოს, საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოსა და განყოფილების:
ა) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ბ) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;
გ) იზოლატორის უფროსი, იზოლატორის უფროსის მოადგილე;
დ) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
ე) ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
ვ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა (განსაკუთრებულ დავალებათა) უფროსი ინსპექტორი;
ზ) უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;
თ) უბნის ინსპექტორი;
ი) ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე;
კ) ოცეულის მეთაური;
ლ) სამორიგეო ნაწილის უფროსი, სამორიგეო ნაწილის უფროსის მოადგილე;
მ) იზოლატორის უფროსი;
ნ) მორიგის თანაშემწე;
ო) უფროსი პატრულ-ინსპექტორი, პატრულ-ინსპექტორი, უმცროსი პატრულ-ინსპექტორი;
პ) უმცროსი ინსპექტორი; მორიგე ინსპექტორი, პოლიციელი, პოლიციელი მძღოლი, ინსპექტორ-კოორდინატორი.
13. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი;
დ) სასაზღვრო რაზმის უფროსი;
ე) საავიაციო რაზმის უფროსი;
ვ) ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს უფროსი;
ზ) ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს განყოფილების უფროსი.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები