დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.109.016211 |
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის და XXIX თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს თანდართული დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები |
| მუხლი 1 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. |
| მუხლი 2 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
|
| მუხლი 3 |
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. |
| მუხლი 4 |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა)
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის გადასახადი განისაზღვრება ამ მუხლის „ა“ პუნქტში დადგენილი ფასების შესაბამისი ოდენობით; გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა დაიბეგრება 3 ლარით. |
| მუხლი 5 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქალაქ მარტვილში, მის თემებში და სოფელში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
|
| მუხლი 6 |
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მუწის ნაკვეთები; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადსახადო კოდექსის 206-ე მუხლი. |
| მუხლი 7 |
ქონების გადსახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები