დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადვოკატთა ტესტირების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 342 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 24/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.020.060.05.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №342
2004 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„ადვოკატთა ტესტირების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადვოკატთა ტესტირების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის №16 ბრძანებულებაში (სსმ 2002 წელი, №8, (55), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის მე-X თემის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თემა X. საქართველოს პრეზიდენტი“;
ბ) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულება და ძირითადი ფუნქციები. პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების პროცესში. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობასთან. პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის წარდგენისა და პარლამენტის დათხოვნის უფლება. სუსპენზიური ვეტოს უფლება. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი (იმპიჩმენტი). საქართველოს პრეზიდენტის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.“
2. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის X თემის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თემა:
„თემა X1. საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები. მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი. პრემიერ-მინისტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები. მთავრობისათვის პარლამენტის მიერ ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების საკითხები.“.
3. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის ლიტერატურის სიაში სიტყვები „საქართველოს ორგანული კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
4. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „სისხლის სამართლის“ ნაწილის XII თემიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ორსული ქალის და მცირეწლოვანი შვილის დედის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება“.
5. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „სისხლის სამართლის“ ნაწილის ლიტერატურის სიის პირველ აბზაცში სიტყვები „2000 წლის 1 სექტემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2004 წლის 13 თებერვლამდე“.
6. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „ადმინისტრაციული სამართლის“ ნაწილის II თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თემა II. მმართველობის ორგანოთა სისტემა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება.
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები: საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, საქვეუწყებო დაწესებულებები; ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის უმაღლესი ორგანოები. სტატუსი, შექმნის წესი, უფლებამოსილება. საქართველოს კონტროლის პალატა. საქართველოს ეროვნული ბანკი.”
7. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „ადმინისტრაციული სამართლის“ ნაწილის ლიტერატურის სიაში:
ა) სიტყვები „აღმასრულებელი ხელისუფლების სტურქტურისა და საქმიანობის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ბ) სიტყვების „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“.
8. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის“ ნაწილის პირველი თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თემა I. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის ფაკულტატური ოქმი. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. ევროპის სოციალური ქარტია.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპის კონვენცია.
კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მისი ფაკულტატური ოქმი.
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ.
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მისი ფაკულტატური ოქმი.
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მისი მეორე ფაკულტატური ოქმი.“.
9. ადვოკატთა ტესტირების პროგრამის „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის“ ნაწილის IV თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თემა IV. საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს
ევროპის კონვენცია მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები