„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016212
4
24/02/2017
ვებგვერდი, 28/02/2017
010250050.35.134.016212
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი
 
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2017 წლის 24 თებერვალი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №37 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016156;  25/11/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ1) „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება და „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე