დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.134.016211 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016158. 25/11/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
|
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, აგრეთვე ოჯახის შემადგენლობის ფაქტს, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ დადგენილი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობისა, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“ |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი მე-3 პუნქტის „ჟ.ა“, „ჟ.ბ“, „ჟ.გ“ და „ჟ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნას; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. გამგებლის წარმომადგენელი სარგებლობს გამგეობის ტიტულიანი ბლანკით და აქვს ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელზედაც აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება. 6. ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები