დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 24/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.17.010.016058 |
|
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში (სსმ III, 31.10.2005, №127, მუხ. 1415) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური“. |
2.
დადგენილებას მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილად ითვლება, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის 1.9 ფორმაში ინფორმაციის შეტანის, შესაბამისად გენერირებული ფორმის დასტურისა (დასტურის ღილაკზე დაჭერის გზით) და სისტემის მიერ უნიკალური კოდის მინიჭებისთანავე. |
3.
დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით. |
4.
ამოღებულ იქნეს დანართი №11. |
5.
ამოღებულ იქნეს დანართი №2. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან. |
|
„დანართი №1
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირებისთვის.
რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა ივსება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა
გაანგარიშების ფორმაში მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები