დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016224 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებასა და დამტკიცებული პროექტების განხორციელებას; ვ) მოსახლეობის პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სოციალური დახმარების ორგანიზებას; ზ) დადგენილ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის კონტროლს; თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; ი) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილთა და ეკომიგრანტთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას; ლ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას; მ) სოციალური პროგრამების შემუშავებას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ორგანიზებას; ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. 2. დადგენილების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება; გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა და შედეგების მონიტორინგი; დ) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი; ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ თემის სამედიცინო პუნქტებში (თსპ) და ამბულატორიებში მიმდინარე ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შემოწმება; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალიწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები