დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-9/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.035.016425 |
|
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/06/2015, 010320040.22.035.016330) დამტკიცებულ დანართში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის: |
1.
პირველი პუნქტი (სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი) 1.1. აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი: (კოდი 101) ა) უმაღლესი განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების ან იურიდიულის განხრით, სასურველია მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება, სასურველია 2 წლის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე. უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას; გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ინფორმაციის ფლობა; დ) უცხო ენების ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი: (კოდი 102) ა) უმაღლესი განათლება, საერთაშორისო ურთიერთობების ან სოციალური მეცნიერების განხრით, სასურველია მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო უწყებებთან/ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებას; გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ინფორმაციის ფლობა; დ) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 103) ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში; ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო საკითხებზე მუშაობის გამოცდილებას; გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ინფორმაციის ფლობა; დ) ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 104) ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, პოლიტიკურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში; ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებას; გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.5. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 105) ა) უმაღლესი განათლება, სამართლის ან საერთაშორისო სამართლის განხრით; ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება; გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.6. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 106) ა) უმაღლესი განათლება; ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; გ) უცხო ენის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.7. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი: (კოდი 107) ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული ან ადამიანური რესურსების მართვის განხრით, სასურველია მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, სასურველია საჯარო სამსახურში აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.8. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილე: (კოდი 108) ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული ან ადამიანური რესურსების მართვის განხრით; ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების (კადრების) მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.9. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 109-110) ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება, აქედან ადამიანური რესურსების (კადრების) მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას; გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 1.10. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 111-112) ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება, აქედან ადამიანური რესურსების (კადრების) მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას; გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
2.
მე-4 პუნქტის 4.14, 4.15, 4.16 და 4.17 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 25 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები