„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის N01-58/ნ ბრძანებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის N01-58/ნ ბრძანებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016426
01-10/ნ
24/02/2017
ვებგვერდი, 24/02/2017
470230000.22.035.016426
„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის N01-58/ნ ბრძანებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-10/ნ

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის №01-58/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის №01-58/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2015; 470230000.22.035.016367) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საჯარიმო ქვითრის ფორმები“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 (საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი).
3. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესის“ (დანართი №2):
ა) მე-4 მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი და ადგილი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ნორმა;

ვ) დამრღვევის ახსნა-განმარტება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც თან ერთვის საჯარიმო ქვითარს და/ან საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;

თ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარიმო ქვითარზე დაისმევა სააგენტოს ბეჭედი, რომელიც უნდა ფარავდეს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს. დანარჩენ ადგილ(ებ)ზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.“.

ბ) მე-5 მუხლის:
ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მიერ საჯარიმო ქვითრის ფორმის გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში, რომლის ფორმას და გამოყენების პირობებს ადგენს სააგენტო.“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილას, ხელშეუხებელი უნდა იყოს გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.“;

გ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო