„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 340000000.10.003.019810
101
22/02/2017
ვებგვერდი, 23/02/2017
340000000.10.003.019810
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2017 წლის 22 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 340000000.10.003.017164) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახური.“;

ბ) მე-10 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.  მე-7 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;

ბ) დონორი ორგანიზაციების მიერ აგრარულ სექტორში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება,  კომპეტენციის ფარგლებში;

გ) დონორი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვის ხელშეწყობა და მათი მონიტორინგი, საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის  შეთანხმების შესაბამისად;

დ) დონორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ე) დონორი ორგანიზაციების მიერ აგრარულ სექტორში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი