დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.019807 |
|
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამიდან – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06).“; 2. დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“: ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები: „ბ.გ) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№5 დანართით), თუ ამ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ცხვრების (ნერბი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 2000 სულს; ბ.დ) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№6 დანართით), თუ ამ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული თხების (ნეზვის) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს.“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კაპიტალური ინვესტირება არ მოიცავს იმ შენობა-ნაგებობის აშენება-მოწყობის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომელშიც განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შენობა-ნაგებობის აშენება ან/და მოწყობა/რეკონსტრუქცია წარმოადგენს პროგრამის მონაწილის ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კაპიტალური ინვესტირება განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან 30%-იანი თანადაფინანსებით.“; დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია, საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული ჰქონდა და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი; გ) ამ კოოპერატივს ან/და მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს საკუთრებაში ჰყავთ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობა;“; ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საკუთრებაში გააჩნია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა, სადაც სურს ნედლი რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტის მოწყობა, რომელიც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. ნედლი რძის შემკრები პუნქტისა და გადამამუშავებელი პუნქტის სხვადასხვა ადგილას მოსაწყობად საჭიროა პრეტენდენტს საკუთრებაში გააჩნდეს თითოეულისათვის განკუთვნილი მიწის ფართობი ან/და შენობა-ნაგებობა.“; ზ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა რძის საწარმოს აღჭურვილობა, განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია, გაზარდოს მის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოდენობით.“; თ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის 2 ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე საქონელი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პრეტენდენტის განაცხადში.“; ი) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პრედენტენტმა პროგრამაში რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეების საკუთრებაში არსებული ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობის შესახებ; ბ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ; გ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთის ან შენობა-ნაგებობის შესახებ, სადაც სურთ ნედლი რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტის მოწყობა.“; კ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. პრეტენდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის პროგრამაში რეგისტრაციას, ეგზავნება შეტყობინება პროგრამაში ჩართვის შესახებ და განესაზღვრება ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა, რათა წარადგინოს ამ პროგრამით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის/მოწყობისათვის საჭირო ნებართვა. აღნიშნულის წარდგენის შემდეგ მონაწილესა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება.“; ლ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაწილესა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, პროგრამის ფარგლებში, კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე და მიღების შემდეგ პროგრამის მონაწილის მხრიდან შესასრულებელ შემდეგ ვალდებულებებს (წინაპირობებს): ა) მონაწილე კოოპერატივს, მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს საკუთრებაში ჰყავთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხის (ნეზვი) ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული რაოდენობა; ბ) მონაწილეს მოწყობილი აქვს ან იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში მოაწყოს რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელიც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნის შესაბამისად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) მონაწილე ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის მონაწილის ანგარიშზე არსებობის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; დ) რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტისათვის შესაბამისი შენობა-ნაგებობის მინიმალური ფართი, დანართი №1-ის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა იყოს არანაკლებ 45 მ2-ისა, დანართი №2-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 80 მ2-ისა, დანართი №3-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 165 მ2-ისა, დანართი №4-ის მოთხოვნის შემთხვევაში – 210 მ2-ისა და დანართი №6-ის მოთხოვნის შემთხვევაში – 130 მ2-ისა; ე) ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილე კისრულობს ვალდებულებას, კაპიტალური ინვესტირების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაარეგისტრიროს ვალდებულება, საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის 5 წლის განმავლობაში გასხვისების აკრძალვის შესახებ; ვ) მონაწილემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში შეასრულა კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე შესასრულებელი, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.“; მ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში: ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არ დაუშვას ამ პროგრამაში ჩართული იმ მიწის ნაკვეთის გასხვისება, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა და ინფრასტრუქტურა, გარდა სააგენტოს წინასწარი ნებართვით სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა; ბ) უზრუნველყოს საწარმოში უსაფრთხოების აუცილებელი ნორმების დაცვა; გ) დაიცვას ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მინიმალური რაოდენობა; დ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ე) შესაბამისი ვადების დაცვით, პერიოდულად აწარმოოს საქონლის გამოკვლევა და ვეტერინარული კონტროლი; ვ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აწარმოოს ნედლი რძის მიღების ყოველდღიური აღრიცხვის დოკუმენტაცია; ზ) 2017 წლის პირველი იანვრიდან უზრუნველყოს არსებული მსხვილფეხა საქონლის არანაკლებ 30%-ის დაგრილება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით, აწარმოოს ჩანაწერები და აღნიშნულის შესახებ სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (თარიღისა და გამოყენებული ჯიშის მითითებით); თ) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო კვარტლის პირველი თვის 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში – ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა; ი) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს მეპაიეებისგან წლიურად არანაკლებ 45 ტონა ნედლი რძის მიღება, ხოლო „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არანაკლებ 140 ტონა ნედლი რძის მიღება, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არანაკლებ 280 ტონა ნედლი რძის მიღება; კ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აწარმოოს მეპაიეებისათვის ყოველდღიურად გაწეული მომსახურების აღრიცხვის დოკუმენტაცია; ლ) საქმიანობის დაწყებამდე მიიღოს აღიარება სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან; მ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.“; ნ) დანართები: №1, №2, №3 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „დანართი №1 რძის საწარმოს აღჭურვილობა
ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა
დანართი №2 რძის საწარმოს აღჭურვილობა
ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა
დანართი №3 რძის საწარმოს აღჭურვილობა
ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა
დანართი №4 რძის საწარმოს აღჭურვილობა
ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა
ო) პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის №5 და №6 დანართები: „დანართი №5 რძის საწარმოს აღჭურვილობა
დანართი №6 რძის საწარმოს აღჭურვილობა
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები