დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 17/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №331
2004 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 23.07.2001 წ., №78) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. რეესტრის მე-2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო თანამდებობები:
მუხლი 5. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;
დ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი;
ე) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს უფროსი;
თ) სამსახურის უფროსი;
ი) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
კ) კანცელარიის უფროსი;
ლ) არქივის უფროსი;
მ) სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამმართველოს უფროსი;
ბ) განყოფილების უფროსი;
გ) მთავარი ბუღალტერი;
დ) მთავარი მრჩეველი.
მუხლი 61. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) ჯგუფის უფროსი;
ბ) მრჩეველი;
გ) მთავარი რეზიდენციის კომენდანტი;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) ბუღალტერი;
ზ) უფროსი სპეციალისტი.
მუხლი 7. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) კომენდანტი;
ბ) მოლარე;
გ) სპეციალისტი“.
2. რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 თავი:
„თავი II2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 74. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე;
გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის საპარლამენტო მდივანი;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
ე) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი;
ვ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი.
მუხლი 75. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის განყოფილების უფროსი;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;
გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავარი ბუღალტერი;
დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნოს უფროსი.
მუხლი 76. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი;
გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანაშემწე;
დ) უფროსი სპეციალისტი;
ე) მდივანი (სპეციალისტი)“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები