„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016231
9
22/02/2017
ვებგვერდი, 24/02/2017
010250050.35.170.016231
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 22 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016224) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის  მერიის   ჯანმრთელობის,    სოციალური დაცვის, ვეტერანთა და    დევნილთა სამსახურის კურატორი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ;

დ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი განცხადება:

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) გარდაიცვალა;

ე) მერიის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა