,,საჯარო სამართლის იურიდული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016439
10
23/02/2017
ვებგვერდი, 24/02/2017
040030000.22.023.016439
,,საჯარო სამართლის იურიდული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №10

2017 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2015, 040030000.22.023.016364) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლს დაემატოს, შემდეგი შინაარსის  ,,ე“  ქვეპუნქტი 

,,ე) კომპეტენციის ფარგლებში ბიომასისა და მერქნული რესურსის ნარჩენების გადამუშავება.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ი1  და 2  ქვეპუნქტები:

,,ი1) კომპეტენციის ფარგლებში ბიომასის და მერქნული რესურსის ნარჩენების გადამუშავებით ენერგორესურსების წარმოების ორგანიზება;
 ი2) კომპეტენციის ფარგლებში სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ბიომასის და მერქნული რესურსის ნარჩენების გადამუშავებით წარმოებული ენერგორესურსების სარეალიზაციო ფასის დადგენა.“.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,1ქვეპუნქტი:

,,ზ1) კომპეტენციის ფარგლებში ბიომასისა და მერქნული რესურსის ნარჩენების გადამუშავებით ენერგორესურსების წარმოება.“;

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მეურნეობის მიერ გამოყვანილი, მოშენებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი