დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016104 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №51/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.037.016097) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. 42-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი; საზედამხედველო და აუდიტორულ სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; სასურველი - მაკონტროლებელ ან მონიტორინგის სფეროში მუშაობის სტაჟი;“. 2. 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, სასურველი - სამართლის მიმართულებით, ინსპექტირების, მონიტორინგის, ფინანსური შემოწმების ან/და აუდიტორულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;“. 3. 46-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, სასურველი - სამართლის მიმართულებით, ინსპექტირების, მონიტორინგის, ფინანსური შემოწმების ან/და აუდიტორულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები