დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.156.016250 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2017 - 31/01/2018)
|
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 18/02/2016, 200140030.35.156.016234) „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
|
1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG * ITL * C * K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.828 ლარს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები