დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016288 |
|
,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 13 თებერვლის №4436 სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილების დანართის 38-ე მუხლის შესაბამისად“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. სარეორგანიზაციო სამსახურები 1. რეორგანიზაცია შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს – სამსახურებს: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) შიდა აუდიტის სამსახური; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; დ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური; ე) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური; ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ზ) განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური; თ) სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“; გ) დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. რეორგანიზაციის მიზანია გამგეობის სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპტიმიზაცია და მოსამსახურეთა რანგირება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ცვლილებები, შტატების შემცირებით ან/და გადაადგილებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები