დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.175.016139 |
|
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2017, 010250020.35.175.016137), კერძოდ: დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მოქალაქეები, რომელებიც ამ წესის ამოქმედებამდე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ გარე ვაჭრობას, ვალდებულნი არიან გარე ვაჭრობის ობიექტი 2017 წლის 31 მარტამდე შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან“. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმა (დანართი 1).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
![]() გარე ვაჭრობის ნებართვა №
ეძლევა --------------------------------------------------------------------------- მასზედ, რომ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გარე ვაჭრობის ობიექტი განათავსოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული გარე ვაჭრობის წესით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, კერძოდ:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ადგილმდებარეობა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა ---------------------------------------------------
გაცემულია წლის ---------------------- ---------------------------------
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა / --------------------------------/
ბ.ა. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები