დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019804 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2015, 040030000.10.003.018446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე, რომელიც განისაზღვრება რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელიც წარმართავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმების პროცესს და ხელმძღვანელობს შემოწმების ჩატარების მიზნით შექმნილ შემოწმების ჯგუფს;“. 2. მე-20 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების დამთავრების შემდეგ, თუ დათვალიერების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა ან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, შეადგინოს სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების აქტი (დანართი №8), რომელშიც აისახება დათვალიერებისას მოპოვებული ინფორმაცია და განხორციელებული ქმედებები. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ შედგენილი სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების აქტი დადგენილი წესით წარედგინება შესაბამისი სამსახურის/სამმართველოს უფროსს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეგულირების ობიექტის შემოწმების დამთავრების შემდეგ, შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია, შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი №4), რომელშიც აისახება შემოწმებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.“; გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. რეგულირების ობიექტის შემოწმების დამთავრების შემდეგ, შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია, შემოწმების მასალების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სამართალდამცავ ორგანოებში რეაგირების მიზნით გადაგზავნამდე, მოამზადოს და დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს შემოწმების ანგარიში.“. 3. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა (დანართი №5). ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსი. გადაუდებელი აუცილებლობისას, შემოწმების პროცესში ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო დათვალიერების განხორციელებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინება (ბარდება) ან ეგზავნება რეგულირების ობიექტს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.“. 4. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პატრულირება ხორციელდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით.“. 5. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, დროებით მიატოვოს სამოძრაო მიმართულება: ა) სამსახურის/სამმართველოს უფროსის, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, იმ შემთხვევაში, როცა სამოძრაო მიმართულების ფარგლებს გარეთ აუცილებელია სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება ან/და სხვა ეკიპაჟის დახმარება; ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უეცარი ავადმყოფობის დროს; გ) პატრულირებისას არაუმეტეს 2 საათით შესვენების მიზნით, რაც უნდა შეათანხმოს უშუალო ხელმძღვანელთან (შესვენება შესაძლებელია, ასევე განხორციელდეს სამოძრაო მიმართულების მიტოვების გარეშე).“. 6. 29-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას“; ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არასამსახურებრივი მიზნებისათვის სატრანსპორტო საშუალებით უცხო პირთა გადაყვანა და მათი ტვირთის გადაზიდვა;“. 7. 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე იყენებს კავშირის სპეციალურ საშუალებებს, სამსახურის შესრულების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა და ფუნქციონირება ხორციელდება სამსახურის/სამმართველოს უფროსის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. იკრძალება კავშირის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები